თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინი დარწმუნებულია, რომ რუსეთში რეალური პირობებია შექმნილი იმისათვის, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ არსებობდეს, არამედ სათათბიროშიც კი იყოს წარმოდგენილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„საარჩევნო სისტემის მიზანი, მიმაჩნზია, რომ უნდა იყოს არა არჩევნებში მონაწილეობაზე აკრძალვების კიდევ უფრო გაფართოება, არამედ „ლეგიტიმურ ზონაში“ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკურად აქტიური ადამიანის შენარჩუნება“, — წერს იგი „როსიისკაია გაზეტაში“.
სპიკერის თქმით, სწორედ ამიტომ შემოიღეს გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები, ერთმანდატიანი ოლქები და ამიტომ დაწიეს სათათბიროში მოსახვედრი ბარიერი.
„შექმნილია რეალური პირობები, რომ ოპოზიცია უბრალოდ კი არ არსებობდეს, არამედ არსებობდეს სახელმწიფო სათათბიროში“, — დაასკვნა სერგეი ნარიშკინმა.