მატვიენკო: არჩევნები შერეული სისტემით სახელმწიფო დუმას „გამოაცოცხლებს“

© Sputnikვალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ... შერეული სისტემა შემოვიღეთ. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი სისტემაა, განაცხადა მატვიენკომ.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შერეული სისტემით არჩევნები ამომრჩევლის გამოცხადების გაზრდას შეუწყობს ხელს და პარლამენტის ქვედა პალატის შემადგენლობას „გამოაცოცხლებს“, განაცხადა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

სახელმწიფო დუმის არჩევნები ამა წლის 18 სექტემბერს გაიმართება. არჩეული უნდა იყოს 450 დეპუტატი. აქედან 225 — პროპორციული სისტემით და 225 — მაჟორიტარული სისტემით.

„იმ ეტაპზე, რომელიც გავიარეთ, ეს (არჩევნები პარტიული სიით) სწორი იყო. ჩვენ ახლა იმ რაოდენობის პარტიები გვყავს, რომ ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია ისეთი პარტიის მოძებნა, რომელიც მის ინტერესებს ასახავს“, — განაცხადა სპიკერმა ტელეარხ „ბელარუს 1“-თან ინტერვიუში.

რუსეთის სათათბიროს საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
მატვიენკო იმედოვნებს, რომ ეუთო არჩევნებს რუსეთსა და ბელორუსიაში ობიექტურად შეაფასებს

მან აღნიშნა, რომ მანამდე არჩევნები სახელმწიფო დუმაში პარტიული სიებით მიმდინარეობდა, რაც იმ ეტაპზე ქვეყნის მდგრადი პოლიტიკური სისტემის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი იყო. შემდეგ, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, გაჩნდა საზოგადოების მოთხოვნა, რომ მოქალაქეებს კონკრეტული დეპუტატების ხილვა სურდათ, რომლებიც მათ ინტერესებს წარმოადგენდნენ.

„ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ… შერეული სისტემა შემოვიღეთ. ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ეს ყველაზე სწორი სისტემაა“, — განაცხადა მატვიენკომ.

მან დასძინა, რომ შერეული სისტემა ასევე ხელს შეუწყობს ამომრჩევლის არჩევნებზე გამოცხადების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე, აღნიშნა მატვიენკომ.

გარდა ამისა, ეს სახელმწიფო დუმაში „ახალი სახეების“ მოზიდვას და „გამოცოცხლებას“ შეუწყობს ხელს.

„დეპუტატების მინიმუმ 50% შეიცვლება — ასე მგონია. გამოცდილებისა და ახალგაზრდების ერთობლივი საქმიანობა ქვედა პალატას ახალ სულს შთაბერავს“, — აღნიშნა მატვიენკომ.

ყველა ახალი ამბავი
0