ავთო ჭრიკიშვილი რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიავთო ჭრიკიშვილი
ავთო ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპორტსმენი ფინალში გასასვლელად ამერიკელ ძიუდოისტს შეხვდება.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ავთო ჭრიკიშვილი რომელიც 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 

¼ ფინალში ჭრიკიშვილმა იტალიელ მატეო მარკონჩინის მოუგო. 

ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ფინალში გასვლისათვის, ჭრიკიშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, იბრძოლებს ტრევის სტივენსთან აშშ-დან. მეორე ნახევარფინალური წყვილი იქნება სერჟიუ ტომა (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) და ჰასან ხალმურზაევი (რუსეთი). 


ყველა ახალი ამბავი
0