თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული საჩუქრის კანონიერების საკითხის შესწავლა. საჩუქარი- ბრილიანტის ბეჭედი გიორგი კვირიკაშვილმა „შუამთობის“ დღესასწაულზე აჭარაში ახალდაქორწინებულებს აჩუქა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"(ISFED) გიორგი კვირიკაშვილს ბრალი დასდო იმაში, რომ მან ბრილიანტის ბეჭედია გააჩუქა, რომელიც არ იყო ხულოს რაიონის ბიუჯეტით გათვალისწინებული. დღესასწაული სოფელ ბეშუმში გაიმართა.
„ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია მუნიცეპალიტეტიდან ხარჯების შესახებ და მხოლოდ მათი შესწავლის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ რასთან გვაქვს საქმე და რა მიმართულებით წავა შემდგომი შესწავლა“, — განაცხადა სახელმწიფო აუდიტის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ აზნაურაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.
„შუამთობა“ ბეშუმში 6 აგვისტოს აღნიშნეს. საქართველოს პრემიერმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარიძემ ახალდაქორწინებულებს ტრადიციული საჩუქარი მიართვეს. ამჯერად რაიონის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთი ბეჭდის ნაცვლად, ორი ბეჭდის ჩუქება მოხდა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 252 მუხლის თანახმად, "პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.