კანონის დარღვევისათვის თბილისში აფთიაქი 12 ათასი ლარით დაჯარიმდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 აგვისტოდან ფსიქოტროპული წამლების გაყიდვაზე პასუხისმგებლობა არა მარტო აფთიაქის მფლობელებს, არამედ ფარმაცევტებსაც ეკისრებათ.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის ერთ-ერთი აფთიაქის ხელმძღვანელები 12 ათასი ლარით დააჯარიმეს ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო, ხოლო ფარმაცევტს სამი წლის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის უფლება ჩამოერთვა. 

საქართველოს მთავრობამ სამ აგვისტოს ექვს პუნქტიანი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც ფარმაცევტი, რომელიც პირველი ჯგუფის მედიკამენტებს გასცემს (ფსიქოტროპული მედიკამენტები) რეცეპტის გარეშე, ვერ შეძლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებას 3 წლის განმავლობაში, ხოლო მეორე ჯგუფის მედიკამენტების (ანტიბიოტიკები და სხვა) გაცემის შემთხვევაში  - ერთი წლის განმავლობაში. 

აბი - Sputnik საქართველო
რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვისთვის ფარმაცევტები დაისჯებიან

როგორც სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ანა შაშიაშვილმა განაცხადა, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ეს აფთიაქი კანონს არღვევს. მიმდინარე წლის მაისში ეს აფთიაქი 6 ათასი ლარით დაჯარიმდა. 

„როცა ფარმაცევტი ამ სტატუსს კარგავს, ეს მისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს ის სამართალდარღვევაა, რომელიც არ შეიძლება არგუმენტირებული იყოს, არ არსებობს ამ საქციელის გასამართლებელი მიზეზები. ფარმაცევტი გულწრფელად აღიარებს დანაშაულს და თავს დამნაშავედ თვლის“, — ციტეირბს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შაშიაშვილს. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რის გამოც მთავრობა იძულებული იყო კანონი გაემკაცრებინა. 

„მჯერა, რომ ეს რეგულაციები და აფთიაქების შემოწმება ამ საკითხში სიტუაციას დაასტაბილურებს და უახლოეს მომავლში ჩვენ სერიოზული დადებითი შედეგები გვექნება“, — აღნიშნა შაშიაშვილმა. 

4 აგვისტოდან ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისში, ქუთაისსა და მიმდებარე ქალაქებში აფთიაქების 24 საათიანი მონიტორინგი დაიწყო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0