რეფერენდუმის ინიციატორებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ჩაიშალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი დაიმუქრა, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გამართავს, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გააუქმა.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორებთან შეხვედრა გადაიფიქრა, განუცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს.

ივლისში საინიციატივო ჯგუფმა ცესკოში ხელმოწერები შეიტანა და რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, რომლის მიზანია განმტკიცდეს საკანონმდებლო დონეზე ქორწინების ცნება, როგორც მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. ცესკომ რეფერენდუმის ჩასატარებლად 200 ათასზე მეტი ხელმოწერის სინამდვილე დაადასტურა. ახლა ჯერი პრეზიდენტზეა, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების თემა აქტუალური არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში სხვა მრავალი პრობლემაა.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტს მასშტაბური აქციებით ემუქრება

„პრეზიდენტი მზად იყო, რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს შეხვედროდა, თუმცა, დღეს ამ ჯგუფის წარმომადგენელმა კონფრონტაციისა და შანტაჟის ენა გამოიყენა, და ამ კონსულტაციებზე უარი განაცხადა, რაც ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, დაგეგმილი შეხვედრა არ გაიმართება“, — განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა გახდა მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზი.

მანამდე, სამშაბათს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე მასშტაბური აქციებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი ქორწინების თაობაზე რეფერენდუმს არ დანიშნავს.

ქორწინების ცნების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც იანვრის ბოლოს ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც ის აცხადებს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შესწორებები, დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, ვერ მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0