დავით ევგენიძე ბათუმში კონცერტს გამართავს

© FB/ Dato Nino Evgenidzeდათო ევგენიძე
დათო ევგენიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი ქართველი შემსრულებლისა და კომპოზიტორის კონცერტი მოწოდებულია, პოპულარიზება გაუწიოს თანამედროვე ქართული მუსიკის მრავალფეროვნებას.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი შემსრულებელი და კომპოზიტორი დავით ევგენიძე თავის ბენდთან ერთად 17 აგვისტოს ბათუმელებისა და მისი სტუმრების წინაშე წარდგება.

კონცერტი ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან ნიკა კოჩაროვი, რომელმაც საქართველო „ევროვიზიაზე“ წარადგინა, და დიჯეი მიშო ურუშაძე.

პროგრამა, რომლითაც ევგენიძე ბათუმში და ბათუმის შემდეგ უკრაინულ ტურნეში გამოვა, მუსიკის სხვადასხვა სტილის სინთეზს მოიცავს.

„პროექტში წარმოდგენილია მუსიკალური ხელოვნების ყველა ჟანრი, რომლებიც დათო ევგენიძემ ადრინდელ კონცერტებსა და მთლიანად შემოქმედებაში გამოიყენა. ამასთან, პროგრამაში გაჟღერდება ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონული მუსიკის ელემენტებიც“, — განუცხადეს Sputnik-ს კონცერტის ორგანიზატორებმა. 

მათი თქმით, ევგენიძისა და მისი მეგობრების კონცერტი თანამედროვე ქართული მუსიკის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამის Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, „Sputnik საქართველოა“.

დათო ევგენიძე 1958 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და უკვე ერთი წლის შემდეგ სსრკ-ის შემსრულებელთა კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა.

სუხიშვილების ანსამბლი - Sputnik საქართველო
„სუხიშვილები“ ბათუმში კონცერტებს გამართავენ

1985-1986 წლებში ევგენიძის მუსიკალური ნაწარმოებები დიდი თეატრის სცენაზე დადგეს. მაშინ დაამთავრა მან მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს ნიუ-იორკში ქართველი მუსიკოსის დებიუტი შედგა.

1988 წლიდან კონტრაქტით მუშაობდა საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში, მონაწილეობდა ჯაზ-ფესტივალებში. დაწერილი აქვს მუსიკა ბალეტებისთვის, სიმღერები, 5 საგუნდო, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო პრელუდიები, რომანსები, სონატა ვიოლონჩელოსთვის, ოპერა და სხვ. წერს მუსიკას სპექტაკლებისთვის, ფილმებისთვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. 

თავისუფალ დროს მუსიკოსი ხატავს, წერს ლექსებს, გამოქვეყნებული აქვს ორი პოეტური კრებული.

ყველა ახალი ამბავი
0