„სუხიშვილები“ ბათუმში კონცერტებს გამართავენ

© FB / Ансамбль Сухишвилиსუხიშვილების ანსამბლი
სუხიშვილების ანსამბლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტები 16-დან 19 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ბათუმში კონცერტების ტრადიციულ სერია გამართავს — ლეგენდარული ანსამბლის გამოსვლები 16-19 აგვისტოს ჩატარდება.

„სუხიშვილების“ კონცერტები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
ბონდარენკო ბათუმში სპექტაკლ „ბედის ბორბალში“ მიიღებს მონაწილეობას

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი — საქართველოს კულტურის პალატა აცხადებს, ოთხი დღის განმავლობაში ანსამბლი თავის თაყვანისმცემლებს უამრავ სიურპრიზსა და გრანდიოზულ საღამოებს აჩუქებს.

ანსამბლის გამოსვლის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის მთავრობა.

წლის ბოლოს, დეკემბერში „სუხიშვილები“ გასტროლებზე ბულგარეთსა და იტალიაში მიემგზავრებიან.

70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლი გასტროლებით 200-ზე მეტ ტურნეში 90 ქვეყანაში იმყოფებოდა, გამართა დაახლოებით 9500 კონცერტი. საერთაშორისო პრესამ „სუხიშვილები“ „მერვე საოცრებად“ მონათლა.

ყველა ახალი ამბავი
0