საქართველო თამბაქოსთან ბრძოლის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Pavel Lisicin / გადასვლა მედიაბანკშითამბაქო, საფერფლე
თამბაქო, საფერფლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაზე ხელს მოაწერენ „თამბაქოს ჩარჩო–კონვენციის პროტოკოლს“ თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის შესახებ.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო–კონვენციის კონფერენციაში თამბაქოს წინააღმდეგ. კონფერენცია დელიში 7-12 ნოემბერს გაიმართება.

მწეველი გოგონა - Sputnik საქართველო
ონკოლოგები ხელისუფლებას თამბაქოს პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასეთი კონფერენციები და შეხვედრები პერმანენტულად იმართება და საქართველო, როგორც უწინ, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება. დელიში კონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თამბაქოს კონტროლის ჯგუფი გაემგზავრება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, სადაც განიხილავენ მრავალ საკითხს, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ე.წ. თამბაქოს ჩარჩო–კონვენციის პროტოკოლი, რომელიც თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობას ეხება“, — განაცხადა გამყრელიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკვე შეუდგა ამ პროტოკოლის ხელმოწერისთვის აუცილებელი პროცედურების განხორციელებას.

ასევე ცნობილია, რომ კონფერენციაზე მხარეები წვრილი სიგარეტების გაყიდვის აკრძალვის ან შეზღუდვის საკითხსაც განიხილავენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო–კონვენცია თამბაქოს წინააღმდეგ თამბაქოს ეპიდემიის გლობალიზაციაზე საპასუხო ზომის სახით შემუშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0