OSCE-ში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაგზავნიან თუ არა არჩევნებზე დამკვირვებლებს ყირიმში

© photo : OSCE/Mikhail EvstafievOSCE
OSCE - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტერსენმა აღნიშნა, რომ OSCE-ს დამკვირვებლები მხოლოდ სახელმწიფო სათათბიროში არჩევნებს დააკვირდებიან, როგორც ამას მათი მანდატი ითვალისწინებს.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE) მისიის ხელმძღვანელმა იან პეტერსენმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა მისია საკუთარი ექსპერტების გაგზავნას ყირიმში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად, იუწყება საინფოემაციო სააგენტო РИА Новости.

რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პამფილოვა - Sputnik საქართველო
რუსეთის ცესკო: საარჩევნო კამპანიაში 49 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს

„ამ მომენტში ვმუშაობთ გეგმაზე, სად გავგზავნით დამკვირვებლებს. ყველა დასკვნა და ანალიზი მოგვიანებით გაკეთდება“, — განუცხადა პეტერსენმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისიის ხელმძღვანელმა მოუწოდა მასმედიას, არ ეძებონ მის სიტყვებში ფარული აზრები.

პეტერსენმა ასევე აღნიშნა, რომ OSCE-ს დამკვირვებლები მხოლოდ სახელმწიფო სათათბიროში არჩევნებს დააკვირდებიან, როგორც ამას მათი მანდატი ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0