ძიუდოისტი შავდათუაშვილი ბრინჯაოსათვის იბრძოლებს

გამოწერა
ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვერ შეძლო რიოში თავისი ტიტულის დაცვა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) იაპონელ შოხეი ონოსთან ოლიმპიური ტურნირის ¼ ფინალი წააგო და რეპეშაჟში მონაწილეობის უფლება მიიღო, სადაც მისი მეტოქე რუსლი დენის იარცევი იქნება. 

ამირან პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
პაპინაშვილმა უზბეკ ძიუდოსტთან ორთაბრძოლა დათმო

შავდათუაშვილი/იარცევის წყვილის გამარჯვებული რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს.

ამ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში შემდეგი წყვილები გავიდნენ: დირკ ვან ტიკელტი (ბელგია)/შოხეი ონო და რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)/საგი მუკი (ისრაელი).

ყველა ახალი ამბავი
0