თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი რიოს ოლიმპიადაზე უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან დამარცხდა.
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაპინაშვილმა ნახევარფინალურ შეხვედრაში რუს სპორტსმენ ბესლან მუდრანოვთან წააგო და ბრინჯაოსთვის უზბეკ სპორტსმენს დაუპირისპირდა, თუმცა ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლო.
უროზბოევმა პაპინაშვილს იუკოთი სძლია.
ხვალს ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) იასპარეზებს.