კახეთში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მოკლეს

© Pixabay / Skitterphotoსანადირო თოფი
სანადირო თოფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ მოდებაძე სანადირო თოფით მოკლეს. მეზობლები ინციდენტს ექს-დეპუტატსა და ადგილობრივ მცხოვრებთ შორის კონფლიქტს უკავშირებენ.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონის სოფელ აკურაში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ნოდარ მოდებაძე მოკლეს, ამის სესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება. 

ტელკომპანიის მონაცემებით, 65 წლის ნოდარ მოდებაძე საკუთარ ვენახში სანადირო თოფით მოკლეს. დანაშაულის ოფიციალური მოტივი ურთიერთშელაპარაკებაა. ფაქტს თვითმხილველიც ჰყავს — ვენახის დარაჯი, რომელიც ამ დროისთვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

სოფელ აკურას მცხოვრებთა ინფორმაციით, ნოდარ მოდებაძე მკვლელს, სავარაუდოდ, იცნობდა. ისინი ფიქრობენ, რომ შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოუვიდათ. ადგილობრივები ყვებიან, რომ ერთ-ერთ მწყემსს მოდებაძის ვენახში საქონელი აკრძალვის მიუხედავად შეჰყავდა და ვაზის ნარგავებს უფუჭებდა.

სოფელ აკურაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციამ ბეჟან გუნავა და მისი ვაჟი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ მოდებაძის მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია და ამ დროისთვის მისი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ნოდარ მოდებაძე 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის პარტიიდან  „საქართველოს აღორძინება“.

ექს-დეპუტატი საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო ექს-შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ექს-იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიერ უფლებამოსილებათა გადამეტების საქმეზე. ყოფილ მაღალჩინოსნებს 2015 წლის 2 დეკემბერს ბრალი წარედგინათ იმაში, რომ უკანონოდ მიითვისეს აკურის ღვინის ქარხანა, რომელიც 2004 წელს ნოდარ მოდებაძესა და თეიმურაზ მეგრელიშვილს ეკუთვნოდათ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0