საქართველოს პრეზიდენტი ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ინიციატორებს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინიციატივო ჯგუფმა 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რათა ჩატარდეს რეფერენდუმი და საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდეს ქორწინების ცნება, როგორც მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირი.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამშაბათს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ცესკოში განაცხადი შეიტანეს, აცნობა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

რეფერენდუმის მიზანია – განმტკიცდეს საკანონმდებლო დონეზე ქორწინების ცნება, როგორც მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. ცესკომ რეფერენდუმის ჩასატარებლად 200 ათასზე მეტი ხელმოწერის სინამდვილე დაადასტურა. ახლა პრეზიდენტმა 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე.

„პრეზიდენტი ხვალ შეხვდება საინიციატივო ჯგუფის წევრებს და, ბუნებრივია, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, — განუცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებს. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი ქორწინების საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს

ქორწინების ცნების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც იანვრის ბოლოს ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც ის აცხადებს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შესწორებები, დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, ვერ მიიღეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების თემა აქტუალური არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში სხვა მრავალი  პრობლემაა.

ყველა ახალი ამბავი
0