რუსეთისა და ირანის პოზიციები სირიაში ერთმანეთს ემთხვევა

© Wikipedia / Creative Commonsიბრაგიმ რახიმპური
იბრაგიმ რახიმპური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რახიმპური თვლის, რომ ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები მზად არიან დახმარება გაუწიონ რეჯეფ ერდოღანს.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები ორმხრივი შეხვედრისას აპირებენ იმსჯელონ თურქეთის, ერაყისა და სირიის ხელმძღვანელობისთვის შესათავაზებელ რეგიონულ საკითხებზე და აგრეთვე ანკარისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევის თაობაზე, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ რახიმპურმა.

„რუსეთისა და ჩვენი პოზიციები სირიასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა… ჩვენ ბაშარ ასადს იმიტომ ვეხმარებით, რომ მისი მთავრობა კანონიერია. ჩვენ ბატონ ერდოღანსაც დავუჭირეთ მხარი და დავეხმარეთ კიდეც, იმიტომ რომ ისიც ასევე წარმოადგენს ლეგიტიმურ ხელისუფლებას“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
პუტინი და ერდოღანი აგვისტოში რუსეთში შეხვდებიან ერთმანეთს

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა სახის დახმარება იგულისხმება, როდესაც თურქეთის პრეზიდენტზეა საუბარი, რახიმპურმა უპასუხა:

„ჩვენ და ბატონ პუტინს გვსურს დავეხმაროთ ბატონ ერდოღანს [ქვეყანაში] კარგი პირობების შექმნასა და პრობლემების გადაჭრაში, რათა მან სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს ეხება რეგიონულ, ერაყისა და სირიის საკითხებს… ნორმალური პირობები რომ არსებობდეს, ახლა ბატონი ერდოღანიც მიიღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში“, — განმარტა ირანელმა პოლიტიკოსმა.

რახიმპური თვლის, რომ ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები მზად არიან დახმარება გაუწიონ რეჯეფ ერდოღანს, მხარი დაუჭირონ მას და ხაზი გაუსვა, რომ ამგვარ დახმარებას ვერც არაბები აღმოუჩენენ მას და ვერც დასავლეთი.

მინისტრის თქმით, საუბარია ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, რის შემდეგაც ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზრდება, რაც ყველაფერზე მოახდენს გავლენას.

„ქვეყნებმა, რომლებმაც თურქეთს სამხედრო დახმარება გაუწიეს, თვითონვე სცადეს იქ გადატრიალების მოწყობა. ჩვენ არც სამხედრო დახმარება აღმოგვიჩენია და არც გადატრიალება მოგვიწყია იქ“, — დააკონკრეტა რახიმპურმა. 

ირანელი მინისტრის მოადგილის თქმით, ირანი მზადაა სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობისთვის, რათა მიაღწიონ უმთავრეს მიზანს — მშვიდობას რეგიონში, რასაც, არაბებთან და დასავლეთის სახელმწიფოებთან შედარებით, ბევრად იოლად მოაგვარებენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა თეირანს, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა — აშშ-ის მიერ ინიცირებული ნაბიჯი იყო, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა:

„ამაზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს“.

ყველა ახალი ამბავი
0