პუტინი და ერდოღანი აგვისტოში რუსეთში შეხვდებიან ერთმანეთს

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი
ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართება.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგვისტოში რუსეთის ტერიტორიაზე  შეხვდებიან ერთმანეთს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს.

„ამჟამად დიპლომატიური არხებით მზადდება და მუშავდება პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა. შევთანხმდით, რომ შეხვედრა აგვისტოს პირველ დედკადაში, რუსეთში გაიმართება, მაგრამ ქალაქი და თარიღი ჯერჯერობით ზუსტდება“, — განაცხადა პესკოვმა.

მან უარყო ინფორმაცია შეხვედრის აზერბაიჯანში გამართის თაობაზე. „ბაქოში რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, — განმარტა პესკოვმა.

ყველა ახალი ამბავი
0