საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს აპელაციის შესატანად 21 დღე მისცა

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა 2016
ოლიმპიადა 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის( IPC) საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რუსეთის საპარლამენტო კომიტეტი ამჟამად ვერ შეძლებს უზრუნველყოს ანტიდოპინგური კოდექსის სრული დაცვა.

თბილისი, 7აგვისტო— Sputnik. რუსეთის საპარლამენტო კომიტეტს 21 აქვს იმისათვის, რომ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC)გადაწყვეტილებაზე პარალიმპიადა-2016-ის  რუსების ჩამოშორების შესახებ აპელაცია შეიტანოს. თუ ის დაკმაყოფილდა, ყველაფერი მოგვარდება, თუ არა — რუსი პარალიმპიელები რიო-დე-ჟანეიროში არ გამოვლენ, განაცხადა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის უფროსმა ფილიპ ქრეივენმა, იუწყება Р-Спорт.

18 ივლისს ტორონტოში მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს დამოუკიდებელმა კომისიამ (WADA) რიჩარდ მაკლარენის მეთაურობით საკუთარი გამიძიების საფუძველზე განაცხადა, რომ რუსეთში მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ მართული დოპინგის გამოყენების სისტემა. მოხსენებაში ნათქვამია 2012-2015 წლებში პარალიმპიურ სპორტში არსებული 35 დაკარგული დადებითი სინჯის შესახებ.

ოლიმპიადის გახსნი ცერემონია - Sputnik საქართველო
რუსეთის ნაკრები 2016 წლის პარალიმპიადაში არ მიიღებს მონაწილეობას

მოგვიანებით საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტმა(IPC) განაცხადა, რომ მაკლარენის მოხსენებამ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის მიმართ შესაძლოა რიო-დე-ჟანეიროში პარალიმპიადის ჩატარების დროს სანქციები გამოიწვიოს. WADA-მ მისცა IPC-ს რეკომენდაცია რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტი ჩამოაშოროს 2016 წლის თამაშებს, რომლებიც 7-18 სექტემბერს ჩატარდება.  კვირას ქრეივენმა განაცხადა, რომ IPC-მა  ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პარალიმპიადა-2016-ს  რუსი სპორტსმენების  ჩამოშორებისა და რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტისათვის ორგანიზაციის წევრობის გაუქმების შესახებ.

„რუსეთის პარალიმპიური კომიტეტს 21 დღე აქვს აპელაციის შესატანად. თუ აპელაცია დაკმაყოფილდა, ყველაფერი თავის ადგილს დაიბრუნდება, თუ არა, არცერთი მათგანი(რუსი პარალიმპიელებიდან) რიოში მონაწილეობას არ მიიღებს“,- განაცხადა ქრეივენმა პრესკონფერენციაზე.

ყველა ახალი ამბავი
0