რუსეთის ნაკრები 2016 წლის პარალიმპიადაში არ მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადის გახსნი ცერემონია
ოლიმპიადის გახსნი ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
IPC-ს საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმაზე რომ რუსეთის პარალომპიურ კომიტეტს ამჟამად არ შეუძლია უზრუნველყოს ანტიდოპინგური კოდექსის სრული დაცვა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რუსი სპორტსმენების 2016 წლის რიო-დე ჟანეიროს პარალიმპიური თამაშებიდან ჩამოშორების შესახებ, განაცხადა IPC-ს ხელმძღვანელმა ფილიპ კრეივენმა. ამის შესახებ Р-Спорт იტყობინება. 

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს დამოუკიდებელმა კომისიამ (WADA), რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით, 18 ივლისს, ტორონტოში, თავისი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთში მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ მართული დოპინგის მოხმარების სისტემა. მოხსენებაში საუბარი იყო 35 გამქრალ დადებით სინჯზე პარალიმპიურ სპორტში 2012-დან 2015 წლის პერიოდში.  მოგვიანებით, IPC-მ განაცხადა, რომ მაკლარენის მოხსენებამ შესაძლოა სანქციები გამოიწვიოს რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ რიო-დე-ჟანეიროში  პარალიმპიადის მსვლელობისას. WADA-მ რეკომენდაცია გაუწია IPC-ს ჩამოაშოროს რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტი 2016 წლის თამაშებს, რომელიც 7-17 სექტემბერს გაიმართება. 

„IPC-ს საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება: რუსეთის პარალიმპიურ კომიტეტს ამჟამად არ შეუძლია უზრუნველყოს ანტიდოპინგური კოდექსის სრული დაცვა ამიტომ შედეგად ჩვენ გადავწყვიტეთ დაუყოვნებლივ ჩამოვაცილოთ კომიტეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტი კარგავს IPC წევრობის ყველა პრივილეგიას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ათლეტებს არ შეუძლიათ ჩვენს შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება, რუსეთი ვერ შეძლებს წარმოადგინოს ათლეტები პარალიმპიადაზე რიოში. რუსეთის პარალიმპიური კომიტეტი ინფორმირებული იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ, რაც მძიმე ტვირთად გვაწევს მხრებზე“, — თქვა კრეივენმა პრეს-კონფერენციაზე. 

მანამდე ანალოგიური რეკომენდაციებით რუსი სპორტსმენების რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ჩამოცილების შესახებ WADA-მ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა, თუმცა კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა და პასუხისმგებლობა ცალკეული სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციებზე გადაიტანა. 


ყველა ახალი ამბავი
0