თბილისი, 7 აგვისტო— Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 кг) რიოში პირველივე ორთაბრძოლა წააგო.
1/32 ფინალში მისი მეტოქე სლოვენიის წარმომადგენელი ადრიან გომბოჩი იყო, რომელთანაც ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ერთ წუთში და 18 წამში წააგო.
ორშაბათს ძიუდოისტების შეჯიბრში 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი წარმოადგენს. მისი პირველი მეტოქე მაგდიელ ესტრადა (კუბა)- იარომირ ეჟეკი (ჩეხია) წყვილის გამარჯვებული იქნება.