დღეს რაჭაში ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება

გამოწერა
საზეიმო ღონისძიებები ქალაქ ამბროლაურში გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 7 აგვისტო Sputnik. რაჭაში, დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესაbებ  რაჭა, ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება. 

რაჭა - Sputnik საქართველო
რაჭაში მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო გაიხსნება

პრესსამსახურის განცხადებით, იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. 14:00 საათზე, ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა მოხდება; 18:00 საათზე, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება; 19:00 საათზე კი, საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“. გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი გაუძღვებიან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0