თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მბრუნავი რესტორანი ბათუმის ანბანის კოშკში ოფიციალურად შაბათს გაიხსნა. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იტყობინება, ის 200-მდე სტუმარზეა გათვლილი.
რესტორანი სტუმრებს ევროპული სამზარეულოთი გაუმასპინძლდება. შენობის მეორე სართულზე კი ტურისტული საინფორმაციო ცენტრია განთავსებული, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიიღონ. მბრუნავი რესტორნის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ფოერვერკით დასრულდა.