ბათუმის ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას ერთ ლარად გადაეცემა

გამოწერა
ალბერტო დომინგო კაბოს 130 მეტრიანი არქიტექტურული ქმნილება - ანბანის კოშკი, 2012 წელს აშენდა და მისი კონსტრუქცია დნმ-ის მოლეკულას წააგავს.

თბილისი, 29 მაისი, — Sputnik. 29 მაისს ბათუმის საკრებულომ შავი ზღვის ამ კურორტის ღირსშესანიშნაობის — ანბანის კოშკის ესპანური კომპანიისათვის 20 წლიანი ვადით 1 (0.43$) ლარად სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ იტყობინება. 

 „გამოჩნდა ინვესტორი რომელსაც ამ ქონებას 1 ლარად ვაძლევთ არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობის უფლებით, 20 წლის ვადით“ — განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა.  

 ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გააპროტესტეს.

 „არავის, არც საკრებულოში, არც მერიაში არ შეუძლია გაგვცეს პასუხი კითხვაზე  - რას წარმოადგენს კომპანია, რომელსაც ბათუმის რამდენიმე მილიონ ლარად ღირებულ  მთავარ ობიექტს 1 ლარად ვაძლევთ“- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ. 

 ალბერტო დომინგო კაბოს 130 მეტრიანი  არქიტექტურული ქმნილება — ანბანის კოშკი, 2012 წელს აშენდა და მისი კონსტრუქცია დნმ-ს მოლეკულას წააგავს. კოშკზე ირგვლივ ქართული ალფავიტის 33 ასოა შემოხვეული.

ყველა ახალი ამბავი
0