საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიადაზე ვიზიტის შემდეგ საქართველოში ბრუნდება

© Сайт Георгия Маргвелашвилиმარგველაშვილი ოლიმპიადაზე
მარგველაშვილი ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოლიმპიურ სოფელსაც ესტუმრა და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე წარმატება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს სხვადასხვა სპორტის სახეობაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს უგულშემატკივრა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულეს, იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრნენ. ვიზიტის  ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. შეხვედრების მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მოპოვება იყო.

გიორგი მარგველაშვილი რიოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი რიოში ოლიმპიურ სოფელს ეწვია

"ბრაზილიაში, რიოში ჩვენ გვქონდა ბედნიერება ვმდგარიყავით ჩვენს რჩეულ ათლეტებთან ერთად, მონაწილეობა მიგვეღო ოლიმპიური თამაშების დასაწყისში. იმ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, სადაც ყველა ერი თავის რჩეულ წარმომადგენელს აგზავნის. ჩვენ ასევე მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან, ჩვენი მუშაობის ძირითადი აქცენი იყო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი არაღიარების პოლიტიკისა და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციის მხარდამჭერი შეხვედრების გამართვა."- განაცხადა ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს დაბრუნდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0