ინფორმაცია უშბაზე ესტონელი ალპინისტის დაღუპვის შესახებ არ დადასტურდა

გამოწერა
ალპინისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 5 აგვისტოს გავრცელდა. მათი ცხეედრები გუშინ დილით უშბაზე აღმოაჩინეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის ერთი ესტონელი ალპინისტია, მაგრამ ეს არ დადასტურდა.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უშბაზე დაღუპულ ალპინისტთა შორის ერთი ესტონეთის მოქალაქე იყო, იუწყება „Sputnik ესტონეთი“ BNS–ზე დაყრდნობით.

ოთხი ალპინისტის ცხედარი მაშველებმა გუშინ დილით უშბაზე აღმოაჩინეს. მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ დაღუპული ალპინისტებიდან ერთი რუსეთის, ორი ისრაელის, ერთი ესტონეთის მოქალაქე იყო.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ხრამში ჩავარდნენ და ადგილზე გარდაიცვალნენ. ახლა მათ ექსპირტიზა ჩაუტარდებათ“, – განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

უშბა - Sputnik საქართველო
უშბაზე გარდაცვლილი ტურისტები იპოვეს

მოგვიანებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ კოლეგებს დაუკავშირდა და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერთ–ერთი დაღუპული ალპინისტი ესტონელი იყო, არ დადასტურდა.

„ინფორმაცია ტურისტების დაკარგვის შესახებ 5 აგვისტოს შემოვიდა და სამაშველო სამუშაოები მაშინვე დაიწყო. სამაშველო სამუშაოები თავდაპირველად ადგილობრივმა მაშველებმა დაიწყეს, მოგვანებით კი მათ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები შეუერთდნენ. ისინი სვანეთში ვერტმფრენით გაფრინდნენ“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო „112“–ის პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.

მაშველებმა დაღუპული ალპინისტების ცხედრები ჯერ მესტიაში, შემდეგ კი თბილისში გადმოასვენეს. ამჟამად მათი იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს.

უშბა ტურისტებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი მთაა. გამოცდილი ალპინისტები ამბობენ, რომ ის კავკასიის მთებს შორის ყველაზე რთული დასაძლევია.

 

ყველა ახალი ამბავი
0