თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. უშბაზე ოთხი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ტურისტების ცხედრების თბილისში გადმოსვენების პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია “რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტებს რამდენიმე დღეა ეძებენ, მათთან კავშირი 31 ივლისს გაწყდა. სამძებრო სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთა, ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული.
ნაპოვნი ტურისტების ვინაობა და ეროვნება ამ დროისთვის უცნობია. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.