ძიუდოისტი მუდრანოვი ოლიმპიური ოქროს მფლობელია

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიბესლან მუდრანოვი
ბესლან მუდრანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსმა ბესლან მუდრანოვმა, მიუხედავად მეოთხედფინალში მიღებული ტრავმისა, რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. რუსმა ძიუდოისტმა ბესლან მუდრანოვმა, რომელიც 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ოლიმპიადა–2016–ზე ოქროს მედალი მოიპოვა.  ეს რუსეთის ნაკრებისთვის პირველი ოქროა, იუწყება სააგენტო „რ–სპორტი“ რუსეთის ძიუდოს მამაკაცთა ნაკრების უფროსი მწვრთნელის ხასანბი ტაოვზე დაყრდნობით.

მან ფინალში ყაზახეთის წარმომადგენელს – ედოს სმეტოვს სძლია.

„მეოთხედფინალში კორეელთან (ვონ ჯინ კიმი) ორთაბრძოლისას ბესლანმა ნეკნი დაიზიანა. ამან შემაშფოთა… მაგრამ მან ნებისყოფა და ხასიათი გამოიჩინა და ოქროს მოპოვება შეძლო“, – განაცხადა ტაოვმა.

ამირან პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
პაპინაშვილმა უზბეკ ძიუდოსტთან ორთაბრძოლა დათმო

 „კარგად ვიცნობ რა ბესლანს, დღეს 150 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი მის გამარჯვებაში“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

„ბესლანი კარად იცნობდა თავის მეტოქეებს და ეს დაეხმარა გამარჯვებაში… ფინალში ვფიქრობდი, რომ მას ტაქტიკურად უნდა გაემარჯვა, მაგრამ მან მეტოქე დააგდო და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო“, – განაცხადა ტაოვმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალურ შეხვედრაში სწორედ ბესლან მუდრანოვთან წააგო.


ყველა ახალი ამბავი
0