პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შსს–მ თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

დაკავებულია თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორი, 1974 წელს დაბადებული თეა ჭ. და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ფუჭუნ ჟ., იუწყება საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

ყველა ახალი ამბავი
0