თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ქართველმა მოცურავე ირაკლი რევიშვილმა რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით 400 მეტრ დისტანციაზე გაცურვის ფინალურ ეტაპზე კვალიფიკაცია ვერ შეძლო.
საკვალიფიკაციო გაცურვისას მისი შედეგი იყო 4 წუთი და 56 წამი. ეს შედეგი უძლიერესთა რვიანში მოსახვედრარ არასაკმარისი აღმოჩნდა. კვალიფიკაციის შედეგებით, ეს გაცურვა ამერიკელმა კონორ დუაიერმა მოიგო. მისი მაჩვენებელია 3.43.42.
Sputnik–მა მოახერხა რევიშვილთან დაკავშირება. მან თავის შედეგზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „იმის შესახებ, რომ რიოში ოლიმპიადაზე გამოვალ, ზუსტად გახსნის დღეს მითხრეს. არ მივარჯიშია, არ ვემზადებოდი თამაშებისთვის. ამიტომ ასეთ შედეგში გასაკვირი არაფერია“.
5 აგვისტოს განაცხადეს, რომ ირაკლი ბოლქვაძის სინჯმა დოპინგზე დადებითი შედეგი აჩვენა. სწორე ბოლქვაძე უნდა გამგზავრებულიყო რიოს ოლიმპიადაზე. მაშინ სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება და მის ნაცვლად საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს რევიშვილი შეუერთდა.