მასმედია: ქართველი მოცურავის სინჯმა დოპინგზე დადებითი შედეგი აჩვენა

© Jako.fmირაკლი ბოლქვაძე
ირაკლი ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ბოლქვაძის ნაცვლად, რომლის სინჯმაც დოპინგზე დადებითი შედეგი აჩვენა, ოლიმპიადაზე ირაკლი რევიშვილი გამოვა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ქართველი მოცურავის ირაკლი ბოლქვაძის სინჯმა დოპინგზე, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების განაცხადშია 400 მეტრის დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში, დადებითი შედეგი აჩვენა, იუწყება რადიო Jako.fm.

„ირაკლი ბოლქვაძემ ავსტრიაში შეიძინა ვიტამინი, რომელიც, სავარაუდოდ, შეიცავდა ისეთ ნივთიერებას, რომელიც აკრძალულია ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ. ამ პერიოდისთვის მოკვლევა  მიმიდნარეობს. სულ მალე გახდება ცნობილი ბოლქვაძის დოპინგ–ტესტის განმეორებითი სინჯების პასუხი“, — განაცხადა საქართველოს საწყლოსნო ფედერაციათა პრეზიდენტმა დავით რურუამ რადიოსადგურის ეთერში.

რურუამ აღნიშნა, რომ საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს. 
რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი სტილით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან მოიპოვა რიოს B ლიცენზია 21 აპრილს ბელორუსიის ღია პირველობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0