იზა თითბერიძის "მხოლოდ ერთი კოცნა"- კატალონიაში გაემგზავრება

© FB/Iza Izzie Titberidzeიზა თითბერიძე
იზა თითბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი უკვე მესამედ იღებს მონაწილეონას საერთაშორისო კინოფესტივალში და პრიზიც კი დაიმსახურა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი კინორეჟისორის იზა თითბერიძის სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მხოლოდ ერთი კოცნა" ჟირონას კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშია საქართველოს სახელითაა წარდგენილი. ფილმის ქრონომეტრაჟი 9 წუთია და იგი კომედიური ჟანრისაა. 

იზა თითბერიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კინო-ტელე ხელოვნების მომართულებით 2015 წელს დაამთავრა, 2016 წლიდან კი სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე  ჯორჯიის შტატის სავანას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში, ფულბრაიტის პროგრამით განაგრძობს.

ფილმი დაისის მიზიდულობა - გადაღებებისას - Sputnik საქართველო
ქართული დოკუმენტური ფილმი „დაისის მოზიდულობა“ სარაევოს კინოფესტივალზეა წარდგენილი

"მხოლოდ ერთი კოცნა" უკვე მესამე საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს და ბანგლადეშის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე კი ჟიურის საპატიო პრიზიც დაიმსახურა. 

ჟირონას კინოფესტივალს 28-წლიანი ისტორია აქვს და მასში მთელი მსოფლიოს კინოხელოვანები იღებენ მონაწილეობას. წლევანდელი ფესტივალი კატალონიის ქალაქ ჟირონაში 28 სექტემბერს დაიწყება და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

რუსუდან  პირველი


ყველა ახალი ამბავი
0