ქართული დოკუმენტური ფილმი „დაისის მოზიდულობა“ სარაევოს კინოფესტივალზეა წარდგენილი

© ს. კაკაჩიაფილმი "დაისის მიზიდულობა" - გადაღებებისას
ფილმი დაისის მიზიდულობა - გადაღებებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “დაისის მიზიდულობა”, რომელიც ქართველი და გერმანელი კინემატოგრაფების ერთობლივი ნამუშევარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთი პატარა კუთხის - წალენჯიხის ტელეკომპანია „ჯიხა“-ს შესახებ მოგვითხრობს.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო კინოფესტივალში, რომელიც აგვისტოში ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში ჩატარდება, ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „დაისის მოზიდულობა“ (THEDAZZLING LIGHT OF SUNSET) მიიღებს მონაწილეობას. 

"დაისის მიზიდულობა" საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.

ფილმი ძირითადად წალენჯიხის რაიონშია გადაღებული. იგი საქდოკ ფილმის პროდუქციაა, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, რობერტ ბოშის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ფრანგულ-გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის "არტეს” მხარდაჭერით შეიქმნა.

კახა კანდელაკი, ქუინსი ჯონსი, ჯეიკობ კოლიერი - Sputnik საქართველო
ქუინსი ჯონსის შესახებ ფილმს ბათუმში გადაიღებენ

ქართველი მაყურებელი სალომე ჯაშს იცნობს ფილმით "ლიდერი ყოველთვის მართალია”. ასევე მისი ფილმი "ბახმარო” რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია.

ფილმის  მსოფლიო პრემიერა შვეიცარიაში, ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ფესტივალის მთავარი ჯილდო "The Main Prize of Regard Neuf section" მიიღო. 

სოფიო კაკაჩია
ყველა ახალი ამბავი
0