თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ცოტნე მაჭავარიანმა, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პნევმატური პისტოლეტიდან 10–მეტრიანი დისტანციიდან სროლაში წარადგენდა, თამაშებზე თავისი გამოსვლა დაასრულა.
კვალიფიკაციის შედეგებით, მაჭავარიანმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო. მან 574 ქულა მიიღო და შედეგად 29–ე ადგილი დაიკავა.
სულ სპორტის ამ სახეობაში 46 სპორტსმენი გამოდიოდა.
კვალიფიკაციის გამარჯვებული ჩინელი პანგ ვეი გხდა, რომელმაც 590 ქულა აიღო. მედლები პნევმატური პისტოლეტით სროლაში დღესვე გათამაშდება.