თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ოლიმპიურ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში პაპინაშვილმა იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს სძლია, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მეექვსე პოზიცია უკავია.
ფინალში გასასვლელად ქართველი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელს – ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება.