თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. უშბაზე დაღუპული ალპინისტები იდენტიფიცირებული არიან, ისინი უცხოეთის მოქალაქეები იყვნენ, განაცხადა მესტიის გმგებელმა კახა ჟორჟოლიანმა სზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ოთხი ალპინისტის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით აღმოაჩინეს. ისინი ვერტმფრენით მესტიაში გადაიყვანეს.
„ისინი მთაზე ადიოდნენ. ოთხნი იყვნენ – ისრაელის ორი მოქალაქე, ერთი ესტონეთლი და ერთიც – რუსეთის მოქალაქე. როგორც ვარაუდობენ, ოთხი დღის წინ დაშვებისას არიან მოწყვეტილი. ცხედრები მესტიის აეროპორტში ჩამოასვენეს და მერე თბილისში გადაიყვანენ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
უშბა ტურისტებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი მთაა. გამოცდილი ალპინისტები ამბობენ, რომ ის კავკასიის მთებს შორის ყველაზე რთული დასაძლევია.