თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. გლდანში ცეკვის სტუდიის მასწავლებელი სამუშაო ადგილზე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სტუდიასთან ახლოს მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგეს და დასახმარებლად მივიდნენ. მათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, მაგრამ მამაკაცი მის მოსვლამდე გარდაიცვალა.
მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ასევე დაზიანებული ჰქონდა ხელი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის ორი მუხლით – „განზრახ მკვლელობა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება“.