თბილისში ძარცვისას 70 წლის ქალი მოკლეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდასხმის მსხვერპლი 70 წლის ქალია. მძარცველების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხშაბათს, ღამით ძარცვისას 70 წლის ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მსხვერპლი, სავარაუდოდ, პოლიეთილენის პარკით გაგუდეს.

რამდენი ბოროტმოქმედი იყო თავდამსხმელი და შეძლეს თუ არა სახლიდან რამის წაღება, უცნობია. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ კრიმინალისტები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ყველა ახალი ამბავი
0