თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ინდოეთის შტატ მახარაშტრაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 ადამიანს მიაღწია, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მანამდე 14 დაღუპულისა და 40 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
„მსხვერპლის რიცხვი 24-მდე გაიზარდა“, — განაცხადა რაიგადის ადმინისტრაციული ოლქის წარმომადგენელმა, სადაც შემთხვევა მოხდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, ხიდზე ორი ავტობუსი და 4-5 მსუბუქი ავტომობილი მოძრაობდა.