თბილისის გარეუბანში კლდის ნაწილი ჩამოინგრა

© сайт мэрии Тбилисиწყნეთის გზაზე კლდე ჩამოინგრა
წყნეთის გზაზე კლდე ჩამოინგრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის წყალდიდობის შემდეგ აგებულმა რკინა-ბეტონის დამცავმა კედლებმა ჩამონგრეული კლდის ნაწილი შეაკავა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე კლდის ჩამონგრევის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, აღნიშნულია მერიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ აშენებულმა დამცავმა კედლებმა  ჩამოშლილი მასის შეჩერება უზრუნველყო”, — აღნიშნულია განცხადებაში.

2015  წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, რკინა-ბეტონის მონოლითური დამცავი კედლები აშენდა.

ერთი წლის წინ, უხვი ნალექის გამო, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე ვერე გადაკეტა. ამის შედეგად მდინარე ადიდდა და ნაპირებზე გადავიდა. ამის შედეგად თბილისში დაიტბორა ზოოპარკი, ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დაკარგულად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0