თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. სირიაში კონფლიქტის დარეგულირება რუსეთთან დიპლომატიური არხის ღია მხარდაჭერას მოითხოვს — ასეთი პოზიცია აქვს აშშ-ის გენერალურ მდივანს ჯონ კერის, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ „როიტერზე“ დაყრდნობით.
მიუხედავად ადმინისტრაციაში მყოფი სკეპტიკოსებისა, კერი აქტიურად გამოდის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებაზე მხარდაჭერით.
„ჩვენ ვთვლით, რომ ჯერ კიდევ ღირს ასეთ მიდგომას დავუჭიროთ მხარი. ისღა დაგვრჩენია თვალი ვადევნოთ, თუ საით წაგვიყვანს ეს“, — ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ სააგენტოს შეკითხვას.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ალეპოში შექმნილი ვითარებით და ჩვენი საფრთხეები რუსეთის ხელისუფლებასაც გავუზიარეთ“, — განაცხადა კირბიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა.
აშშ-ის პრეზიდენტრი ბარაკ ობამა ხუთშაბათს რუსეთის მისამართით ახალი თავდასხმებით გამოვიდა: მისი სიტყვებით, ის არ არის დარწმუნებული რომ რუსეთის ნდობა შეიძლება და სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო მარცხი მოსკოვის სინდისზე იქნება.