სირიის პროვინცია იდლიბში რუსული Ми-8 ჩამოაგდეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშივერტმფრენი Ми-8
ვერტმფრენი Ми-8 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიაში რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რუსი სამხედროების ბედი ამ დრომდე უცნობია.

თბილისი, 1 აგვისტო — putnik. სირიის პროვინცია იდლიბში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი Ми-8 ჩამოაგდეს, ეკიპაჟის სამი წევრისა და ორი ოფიცრის ბედი ჯერჯერობით დგინდება, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა  და მართვის პრეს-სამსახური.

„პირველ აგვისტოს პროვინცია იდლიბში სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენ  Ми-8-ს ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს, როდესაც ის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა. ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და სირიაში მეომარი მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ორი ოფიცერი იმყოფებოდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბედი ამ დრომდე დაუდგენელია.

ყველა ახალი ამბავი
0