თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიშელ ტემერის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის “ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტი რიო-დე-ჟანეიროში 4 აგვისტოს გაემგზავრა.
ოფიციალური მიღების ცერემონია ზაფხულის 31-ე ოლიმპიადის გახსნამდე ბრაზილიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ზაფხულის ოლიმპიადაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებს ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მხარის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიღბაზე კანადის გენერალურ გუბერნატორ დევიდ ჯონსტონთან შეხვედრა გამართა და საქართველოში მოიწვია. მარგველაშვილი ასევე შეხვდა მონაკოს პრონც ალბერტ მეორეს. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ალბერტ მეორემ ხაზი გაუსვა მონაკოს მტკიცე პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხში.
რიო-დე-ჟანეიროში გიორგი მარგველაშვილმა მეუღლესთან ერთად ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა და ქართველ ოლიმპიელებს წარმატება უსურვა.