ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიურ თამაშებზე თავისი მეტოქეების ვინაობა გაიგეს

© photo: Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს ძიუდოს ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ძიუდოს ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (-60 კგ) პირველად შაბათს კანადელ სერჟიო პესოას შეხვდება.

თბილისი. 5აგვისტო— Sputnik. XXXI საზაფხულო ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ძიუდოისტების შეჯიბრებების კენჭისყრა შედგა, რის შედეგად ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი რაუნდის მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს.

ქართველი ძიუდოისტებიდან პირველი ტატამზე ამირან პაპინაშვილი (-60 კგ) გამოვა. მისი მეტოქე კანადელი სერჟიო პესოა იქნება.

შვიდ აგვისტოს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) გამოვა, რომელიც პირველ ორთაბრძოლაში სლოვენიელ ადრიანო გომბოჩს შეხვდება.

ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ახლა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თავის გამოსვლას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც შეხვდება მაგდიელ ესტრადა (კუბა)-იარომირ ეზეკი (ჩეხია) წყვილის გამარჯვებულს. პროგრამის ამ სახეობის მედლები 8 აგვისტოს გათამაშდება.

რიო-2016 - Sputnik საქართველო
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის პროგრამა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე და 81 კგ-მდე კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ავთო ჭრიქიშვილი ტატამზე 9 აგვისტოს გამოვა. მისი პირველი მეტოქე კუბელი სილვა მორალესი იქნება.

ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (-90 კგ) ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლას ათ აგვისტოს უნგრელი კომრონშოხ უსტოპიორის წინააღმდეგ დაიწყებს. იმავე დღეს ესტერ სტამი (-78 კგ) იწყებს ტურნირს ორთაბრძოლით მონღოლ ნარანჯრგალ თსენდის წინააღმდეგ.

ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ) პირველ ორთაბრძოლას 11 აგვისტოს ჩაატარებს. მისი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბენჯამინ ფლეთჩერი იქნება.

ძიუდოისტების შეჯიბრებები მძიმეწონოსნების  (+100 კგ) გამოსვლებით დასრულდება, რომლებიც 12 აგვისტოს ჩატარდება. საქართველოს ნაკრებს ამ კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილი წარმოადგენს, რომელიც პირველ ორთაბრძოლაში  იაპონელ ხისაიოში ხარასავას შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0