თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „GEO FOOD“გაიხსნა.
ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს. ამ ეტაპისთვის განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 450 ათას ლარს შეადგენს. ინვესტორებს თხილის გული ექსპორტზე ლატვიასა და ლიტვაში გააქვთ.
თხილის ქარხანაში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 45 ადგილობრივი, სეზონზე კი სამუშაო ადგილების გაზრდა იგეგმება.
გახსნის ცერემონიალს, ლატვიელ ინვესტორებთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი დაესწრნენ.
სოფო კაკაჩია