ოლიმპიადის წინ საქართველოს პრემიერმა ქართველი ოლიმპიელები გაამხნევა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართველი ოლიმპიელები
ქართველი ოლიმპიელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს 31-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს ნაკრები რიოს ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 40 სპორტსმენით იქნება წარდგენილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

„დღეს ოლიმპიადა იხსნება! პირველ რიგში თქვენ, ძვირფასო ოლიმპიელებო, გილოცავთ ოლიმპიური შეჯიბრებების დაწყებას. დღეს სტარტს იღებენ ჩვენი მშვილდოსნები. წარმატებები მათ“, — წერია გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე.

გიორგი მარგველაშვილი რიოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი რიოში ოლიმპიურ სოფელს ეწვია

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ქართველი სპორტსმენები რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ.

დღეს და მთელი ოლიმპიადის განმავლობაში სრულიად საქართველო თქვენი გულშემატკივარია. გამარჯვებას გისურვებთ!

რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია „მარაკანას“ სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება. შოუ ბრაზილიაში არსებული ფინანსური ვითარების გათვალისწინებითაა დაგეგმილი — ცერემონია არ იქნება პომპეზური და მასშტაბური, თუმცა იქნება თანამედროვე სტილის. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზებისთვის 20 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა. სტადიონი, სადაც ღინისძიება გაიმართება, 78 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0