თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. კურორტ გოდერძიზე (აჭარა) ტერიტორიის გაწმენდის აქცია გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, არ დააბინძურონ ბუნება.
კურორტი გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმიდან 110 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
სამინისტროს თანამშრომლებმა დაასუფთავეს მწვანე ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამგვარი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
გოდერძი სამთო-სათხილამურო კურორტია, თუმცა ის ტურისტებს შორის ზაფხულობითაც პოპულარულია.