აჭარის მთებში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

© FB / Archil Khabadzeგოდერძი
გოდერძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმრო ერთდროულად 250 დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აჭარაში კიდევ ერთი მრავალნომრიანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ საძირკველი ჩაეყარა დასასვენებელი კომპლექსის Alliance Resort  მშენებლობას.

სასტუმროს მშენებლობა 24 თვეში დასრულდება. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროექტში დასაქმდება 100-მდე ადგილობრივი. კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა.

„ორ წელიწადში გოდერძზე იქნება ევროპული სტანდარტების კურორტი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აჭარისათვის, რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, ადგილობრივების დასაქმებისათვის'' — განაცხადა არჩილ ხაბაძემ სასტუმრო კომპლექსის საძირკველის ჩაყრის შემდგომ.

სასტუმრო ციხისძირი - Sputnik საქართველო
აჭარა რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის 10-20%-ით ზრდას ვარაუდობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით 2 ივლისს, გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყო საბანაკე ტერიტორია, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბანაკებას, როგორც საკუთარი, ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიცაა: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე, ბეშუმი და სხვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც მოემსახურებიან ტურისტებს აღნიშნულ მარშრუტებზე. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა.

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.


ყველა ახალი ამბავი
0