სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეები საარჩევნოდ გაერთიანდნენ

© Courtesy by Giorgi Vashadzeგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერთიანება სამმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომელთაგან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ახალი საარჩევნო ბლოკი — „ვაშაძე–ჯაფარიძე–ახალი არჩევანი“ შეიქმნა.

არჩევნების წინ სამი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა: „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“, რომლის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა, გიორგი ვაშაძის „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და მამუკა კაციტაძის არასაპარლამენტო პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით ერთ თვეში 2,1 მლნ ლარზე მეტი მიიღო

„პოლიტიკური ბლოკი სამი მთავარი პრინციპის ირგვლივ გაერთიანდა: პირველი — ადამიანის თავისუფლება, მეორე — ეკონომიკური თავისუფლება და მესამე — დასავლური კურსი. ჩვენ ღირებულებების ირგვლივ ვერთიანდებით და არა პიროვნებების ირგვლივ. საქართველოში უნდა დამთავრდეს ლიდერომანია, გმირების ძიება და უნდა დადგეს პროფესიონალების, გუნდების დრო, რომელთა წყალობით ქვეყანას ახალი პერსპექტივა გაუჩნდება“, — განაცხადა ვაშაძემ ბლოკის პრეზენტაციაზე.

გიორგი ვაშაძემ მაისის თვეში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტია „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ დააფუძნა. თავის დროზე ვაშაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდში ერთ-ერთი ლიდერი იყო.

უფრო ადრე „ნაცმოძრაობა“ ასევე დატოვა ოთხმა დეპუტატმა — ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ. მათ ცალკე პარტია — „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ დააფუძნეს.

პარტია „ახალი მემარჯვენეები“, რომლის ლიდერია მამუკა კაციტაძე, არასაპარლამენტო პარტიათა შორის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. სწორედ „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივით შეიქმნა საქართველოში პარტიათაშორისი ჯგუფი, რომელმაც პარლამენტს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები წარუდგინა. კერძოდ, ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვდნენ. ცვლილებები დეპუტატების ნაწილმა მოიწონა, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტი ჩავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0