არჩევნები საქართველოში - რეგისტრაცია 32-მა პარტიამ გაიარა

© FB/ЦИК Грузииარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს რეგისტრაციის გავლის ვადა ეწურებათ. ცესკოში პარტიების რეგისტრაციის ბოლო თარიღია 14 აგვისტო.

თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 32 პარტია უკვე დაარეგისტრირა, მათ შორის არის ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პარტიას შეუძლია, რომელიც მხარდამჭერთა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას წარმოადგენს.

ცესკოში პარტიების რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყო. ამ დროისთვის რეგისტრაციის მოთხოვნით უწყებას 62-მა პარტიამ მიმართა, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე.

თუ პარტიას პარლამენტში ან რაიონულ თვითმმართველობებში თავისი წევრი ჰყავს, პარტიის რეგისტრაციისთვის მან მხოლოდ 1 ათასი მხარდამჭერის  სია უნდა წარადგინოს. დანარჩენმა პარტიებმა კი 25 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო
სამზადისი არჩევნებისთვის: ხმის მიცემას 3,5 მლნ ამომრჩეველი შეძლებს

პარტიების რეგისტრაციის ბოლო თარიღია 14 აგვისტო.

პარტიებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატების სიები უნდა წარადგინონ.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას 3 513 260 ადამიანი შეძლებს.

რეგისტრაცია გაიარეს პარტიებმა:

„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (გიორგი კვირიკაშვილი)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (სერგო რატიანი)

„თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია)

„ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი)

„პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი)

„გაერთიანებული დემოკრატიული  მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე)

„მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“ (პაატა ბურჭულაძე)

„სახალხო ხელისუფლება“ (ზურაბ კობიაშვილი)

„საქართველო მშვიდობისათვის“ (დავით თევზაძე)


„სამართლოანობის აღდგენის კავშირი. ხმა ერისა. უფალია ჩვენი სიმართლე“ (მიხეილ (გელა) სალუაშვილი)


საქართველოს კომუნისტური პარტია (ივანე წიკლაური)

„საქართველო“ (გიორგი ლილუაშვილი)

„სახალხო პარტია“ (ივანე (მამუკა) გიორგაძე)

„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (პაატა დავითაია)

„ჩვენი სამშობლო“ (გიორგი ჩიტიშვილი)

„საქართველოს კონსერვატიული პარტია“ (ირაკლი კობრავა)

„საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ (გიორგი ჭინჭარაული)

„ცენტრისტები“ (თეიმურაზ ხაჩიშვილი)


„ნეიტრალური საქართველო“(ვალერი კვარაცხელია)

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ (შოთა მალაშხია)

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ (თემურ ფიფია)


„ქართული იდეა (ლევან ჩაჩუა)


„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ (ვაჟა ადამია)

„საქართველოს ქალთა პარტია "სამართლიანობისა და თანასწორობისთვის“ (ხათუნა მაჭავარიანი)


„მემარცხენე ალიანი“ (კახაბერ ძაგანია)

„დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ (დავით ასპანიძე)

„მამული, ენა, სარწმუნოება"

„ახალი მემარჯვენეები“ (მამუკა კაციტაძე)

„ქართული დასი“ (ჯონდი ბაღათურია)

„ეროვნული ფორუმი“ (კახა შარტავა)

„რესპუბლიკური პარტია“ (ხათუნა სამნიძე)

ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ყველა ახალი ამბავი
0