ზემო ლარსი, უკანასკნელი სიახლეები - მიმდინარეობს საევაკუაციო დერეფნის მშენებლობა

გამოწერა
დერეფანი იწყება საბაჟოს ტერიტორიიდან და სრულდება წმინდა მამათა სამონასტრო კომპლექსთან. აივნის მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბეტონის საფარი, დამაგრებულია მოაჯირი.

თბილისი, 3 აგვისტო— Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის-ზემო ლარსის" მიმდებარე კლდეზე საევაკუაციო აივნის მშენებლობა, რომელიც დარიალში ღვარცოფის ჩამოწოლის გამო, დროებით შეჩერებული იყო, გაგრძელდა, ნათქვამია „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

23 ივნისს ღვარცოფის ჩამოწოლის შედეგად, მდინარე თერგი ნაპირებიდან გადმოვიდა და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი გაანადგურა(134-135 კმ). ამჟამად დროებითი გზა ფუნქციონირებს, რომელიც მხოლოდ დღის განმავლობაში არის ღია. ტრანსპორტის გადაადგილებისათვის გზა მხოლოდ 6 ივლისს გაიხსნა.

„ობიექტის მშენებლობა, მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით გადაწყდა. პროექტის მიხედვით, დერეფანი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" მიმდებარე კლდეზე შენდება“,- ნათქვამია განცხდებაში.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება საქართველოს სამხედრო გზა?

გზის ეს მონაკვეთი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა და საუკუნეების განმავლობაში, არა ერთი სტიქიური მოვლენის ეპიცენტრი გამხდარა, განმარტეს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში“.

ამ დროისთვის, დერეფნის მთელ სიგრძეზე გაკეთებულია ბეტონის საფარი, დამაგრებულია მოაჯირი და გაჭიმულია ბადე ქვისცვენისგან დასაცავად. დასრულებულია, ასევე, დერეფანზე ამავალი ოთხიდან ორი კიბის მშენებლობა.

208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუკაციო დერეფანი იწყება საბაჟოს ტერიტორიიდან  და სრულდება წმინდა მამათა სამონასტრო კომპლექსთან. 

სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და წელს დასრულდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 200 ათასი ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0