საქართველოში თამბაქო და სპირტიანი სასმელები გაძვირდა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ასევე გაძვირდა დასვენება და გართობა, ტრანსპორტი, განათლების სფერო, ჯანდაცვა და სხვა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში თამბაქოს ნაწარმსა და სპირტიან სასმელებზე ფასებმა 1,3%-ით მოიმატა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თამბაქოს აკრძალვა - Sputnik საქართველო
ხელისუფლება მწეველთა წინააღმდეგ ბრძოლას თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდით აპირებს

ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, ფასები ასევე გაიზარდა ტრანსპორტის (1,3%), განათლების (0,4%), ჯანდაცვის (0,4%), დასვენების, გართობისა და კულტურის (0,2%) სფეროებში, ხოლო სხვა საქონელსა და მომსახურებაზე — 0,3%-ით.

ფასები შემცირდა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე (0,4%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,7%), ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლის საშუალებებზე (0,5%) და სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურებაზე (0,1%).

2016 წლის ივლისში ინფლაციამ საქართველოში 0,2% შეადგინა.

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

 

ყველა ახალი ამბავი
0